ახალი ამბები
„დაიცავი ილიაუნის” მარათონი გრძელდება — შეგროვებული თანხა უკვე 1 მილიონია
FaceBook

„დაიცავი ილიაუნის” ლაივსტრიმის ფარგლებში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად,


ამ დროისთვის უკვე 1 000 000 ლარია შეგროვებული. საქველმოქმედო მარათონს სხვადასხვა კომპანია, გამომცემლობა და უნივერსიტეტიც შეუერთდა.

 

„ერთი მილიონი — თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერდა. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობითა და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებსა და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებსა და მასაჟებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ. ეს მილიონი ხალხის გამარჯვებაა“, — აცხადებენ ორგანიზატორები.


საქველმოქმედო მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება და ეთერი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.


შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს — სასუნთქ აპარატებსა და მათი მუშაობისთვის აუცილებელ გენერატორებს, მედიკამენტებს, ადაპტირებულ საწოლებსა და ეტლებს, ასევე სხვადასხვა ოპერაციას, მათ შორის ხერხემალზე ჩასატარებელ ქირურგიულ ჩარევებს.

დონაციის ანგარიშები:

TBC: GE20TB7881145068100026
საქართველოს ბანკი: GE49BG0000000611756133

ქისა: www.kisa.ge“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის
მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 15 ივნისიდან
ამოქმედდება.
10:19 / 22.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 15 ივნისიდან ამოქმედდება.

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის
ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის
განხორციელებაც დაპირებად დარჩა.
13:08 / 21.05.2026

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც დაპირებად დარჩა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.