კობახიძის განცხადებით, საუბარია 50-60 მილიონ ლარზე, რომელიც
„ხალხის ფულია“ და გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ექსპერტულ
შეფასებებს, რათა, მისი თქმით, სახელმწიფო „ფარმაცევტული მაფიის
გამდიდრების“ მონაწილე არ გახდეს.
„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ
ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ
თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ
ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება
მოხდეს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია,
რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან
დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ
თემაზე.
რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50
მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი,
პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული,
გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე,
ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია
თანხის", - აღნიშნა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.
მშობლები, რომელთა შვილები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით არიან
დაავადებული აცხადებენ, რომ უკვე ერთი წელია ჯანდაცვის სამინისტროს
მიმართავენ, თუმცა მათი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია.
მათი თქმით, შესაბამისი მკურნალობის გარეშე ბავშვების სიცოცხლის
ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა, მაშინ როცა საჭირო მედიკამენტების
მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სიცოცხლის 40 წლამდე
გახანგრძლივება.
ფოტო: ტვ "ფორმულა"




მასალის გამოყენების პირობები