ახალი ამბები
დღეს ილია მეორეს დაკრძალავენ
FaceBook
დღეს სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია.

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობს მზადება — როგორც ტაძარში, ისე მის ეზოში. უსაფრთხოების და ორგანიზების მიზნით, ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი, მათ შორის მედიისთვისაც განსაზღვრულია სპეციალური სივრცე. სასულიერო პირებიც შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.

ღვთისმსახურებას  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს. 12:15 საათზე სამების ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ილია II-ის წესის აგების მსახურებაში.

15:00 საათზე პატრიარქის ცხედარს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე გაიმართება ფეხით მსვლელობა. პროცესიის მარშრუტი გაივლის მესხიშვილის ქუჩას, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, ბარათაშვილის დაღმართსა და ხიდს, შემდეგ შავთელის ქუჩას და ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, საბოლოოდ კი მიაღწევს სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც მოხდება დაკრძალვა. მარშრუტის გასწვრივ დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, რათა საზოგადოებამ შეძლოს ცერემონიის ყურება.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლოში
დავა დაიწყო.
09:56 / 20.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლოში დავა დაიწყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი საპროტესტო მარშები
გაუქმდა.
11:03 / 19.03.2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი საპროტესტო მარშები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.