ახალი ამბები
ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების მცხოვრებლებს მთავრობა 30 და 50 000 ლარის კონპენსაციას სთავაზობს
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ მთავრობამ დადგენილება გამოსცა.

საუბარია 112 ოჯახზე, რომლებსაც დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კომპენსაცია გადაეცემათ.

ამ განკარგულებით, თანხის მოცულობა ერთ ოჯახზე ასე განისაზღვრება:

50 ათასი ლარი – თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;

30 000 ლარი – თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 1 ივნისის შემდგომ გაასხვისა. ასევე, თუ 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.

"ამ განკარგულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გაცემის შემდგომ, ამავე განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს, აგრეთვე იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირებს, აღარ წარმოეშობათ უფლება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2025 წლის მაისის თვეში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მოითხოვონ სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან, ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული საკომპენსაციო თანხა არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან",- აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ხარაგაულის მერიის მიერ წარდგენილი და შპს "გეოლოქიჯის" მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე დაევალა.

ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების მოსახლეობა აღნიშნული საკომპენსაციო თანხის ოდენობას არაადეკვატურად მიიჩნევს. შესაბამისად, მათი უმრავლესობა ამ თანხის აღებას არ აპირებს.

სოფელ ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 2025 წლის ივნისში განვითარდა. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აღნიშნული მეწყრული მოვლენა შეფასდა, ცოცვის ზედაპირის განლაგების სიღრმის მიხედვით, როგორც „ძალიან ღრმა (საშუალო სიღრმე 43 მეტრი), ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრი - ექსტრემელურად დიდი“ (მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრი)". დასკვნაში წერია, რომ ფერდობზე არსებული მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და მისი ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია.

მკაფიოდ არის აღნიშნული ისიც, რომ საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში, მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა (განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება. ამიტომ, დასკვნის მიხედვით, ამ პირობებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი.

ადგილობრივები ახალი სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს. ამასთან, ისინი სამართლიან კომპენსაციას მოითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეკომიგრანტთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და მინიჭების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები დაზარალებული ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უფლებას ვერ უზრუნველყოფენ. მათ, ამ სიტუაციაში, ყველაზე კარგ გამოსავლად ის მიაჩნიათ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გამონახოს ადგილი (რომელიც დასახლებამდე გეოლოგების მიერ იქნება შესწავლილი), სადაც ამ ორი სოფლის მოსახლეობა ისევ შეძლებს თანაცხოვრებას.


ამავე თემაზე:

"შეხვედრაზე, ვინც "არასასურველი" კითხვები დასვა ხარაგაულის მერმა უზრდელი უწოდა"

ხარაგულის დამეწყრილი სოფლის მკვიდრებს გეოლოგიური დასკვნა გააცნეს - რა შეთავაზება მიიღეს ადგილობრივებმა

უნდა შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება - რა წერია ხარაგულის სოფლებში მეწყერის შესახებ გეოლოგიური დასკვნაში

"ვითარება საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას"







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:57 / 30.01.2026
"ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა"- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაზზე გაზრდილი გადასახადების მოსვლის გამო მოქალაქეების განცხადებებს ეხმაურება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა
წყალმომარაგების კომპანიამ“, ქუთაისში, წყალმომარაგებისა და
წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.
14:48 / 30.01.2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, ქუთაისში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.