ახალი ამბები
ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგერევენ - შესაბამისი ნებართვა მერიამ უკვე გასცა
FaceBook
ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის დემონტაჟი იწყება.


როგორც შენობაზე განთავსებულ საინფორმაციო ბანერზეა მითითებული, ობიექტი 20 დღის ვადაში უნდა დაანგრიონ. შესაბამისი ნებართვა მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურმა გასცა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტაბიძის ქუჩაზე არსებული ციხის ყოფილი შენობის დემონტაჟი დასრულდება, მის ადგილზე შპს "იბერია სტარ გრუპი" საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას დაიწყებს.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსი აშენდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მიხედვით, 6 სართულზე მეტი სიმაღლის არცერთი მათგანი არ იქნება


"გუბერსკის ციხის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ 1 750 000 ლარად შეიძინა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის
დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი,
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
14:00 / 01.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
13:29 / 01.02.2026
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.