ახალი ამბები
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ქუთაისში, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსის [CNT250000043] გამოცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია.

5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის პროექტირებისთვის 1 221 918 ლარის ღირებულების კონკურსი საქართველოს მუნიციპალიური განვითაარების ფონდმა გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

"ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.

პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.

გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის",- აღნიშნულია მგფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაპირება "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა

ავტოდრომი და სპორტის სასახლე - რას ჰპირდება ქუთაისელებს "ოცნება" წინასაარჩევნოდ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით
ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.
16:12 / 22.09.2025
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.
კურორტ საირმის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, 13 296 ჰა
მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას
აპროტესტებენ, 24 სექტემბერს, ბაღდათში აქციისთვის ემზადებიან.
10:55 / 22.09.2025
კურორტ საირმის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, 13 296 ჰა მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ, 24 სექტემბერს, ბაღდათში აქციისთვის ემზადებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.