ახალი ამბები
ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება, რომლის პროექტირებისთვისაც მგფ-ი ბაზრის კვლევას აცხადებს.
პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.

გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.

როგორც მგფ-ში განმარტავენ, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

"პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა",- განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დაინტერესებულმა პირებმა, ქუთაისის სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს 27 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაპირება "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.

ამავე თემაზე:

ავტოდრომი და სპორტის სასახლე - რას ჰპირდება ქუთაისელებს "ოცნება" წინასაარჩევნოდ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
09:55 / 21.08.2025
ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
09:40 / 21.08.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.