ახალი ამბები
რამდენი ადამიანია ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში? - ფონდი მონაცემებს აქვეყნებს
FaceBook
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 622 ათასი ადამიანია.

ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 19,640-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 83.8 მლნ ლარი.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.9 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, ირწმუნებიან საპენსიო ფონდში.

შეგახსენებთ რომ საპენსიო სააგენტომ, 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება. დაგროვებითი საპენსიო სქემა ეფუძნება დაგროვების 2%+2%+2% პრინციპს.

დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს მისი ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამავე მოცულობით ახორციელებს დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანს დამსაქმებელი საკუთარი სახელით. დასაქმებულის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით (მაგრამ არა უმეტეს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ისა) დასაქმებულის სასარგებლოდ შენატანს ახორციელებს აგრეთვე სახელმწიფო.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პენსია
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
11:12 / 28.07.2025
შსს-ს თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, ცხელი ამინდია მოსალოდნელი.
11:07 / 28.07.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.