ქუთაისის მერია ჯავახიშვილის ქუჩის #51-ის მიმდებარედ სკვერის
კეთილმოწყობას გეგმავს.
ამ მიზნით მერია ტენდერს ( NAT250010092 ) აცხადებს. სამუშაოს
შესრულების სავარაუდო ღირებულება 1 104`526 ლარს
შეადგენს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან
180 (ას ოთხმოცი) კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული შესრულებული სამუშაოს
ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
მასალის გამოყენების პირობები