ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის
ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო
ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები და
მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.
"ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის
ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და
ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი
ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000
კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე
ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა", - აღნიშნულია
აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
პროექტს სამშენებლო კომპანია "ანაგი" ახორციელებს, რისი დასრულების
შემდეგაც, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი
საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების
მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240 000 000 ლარით არის დაფინანსებული
და მისი მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა
2026 წელს დასრულდება
ქუთაისის აეროპორტში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
მშენებლობისთვის, ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს
"პროექტში 240 მლ ინვესტიცია ჩაიდება"- ქუთაისის აეროპორტში
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება
მასალის გამოყენების პირობები