ახალი ამბები
5-ჯერ გადავადებული სამუშაოების დასრულების ვადა - რა ეტაპზეა საგამოფენო სივრცის მოწყობა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ადგილზე, ამ დროისთვის, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის არც დასრულების და არც საგამოფენო სივრცის გახსნის თარიღი  არ იციან.



ასე გამოიყურება ამ დროისთვის საგამოფენო სივრცე




ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცის მოწყობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის თებერვალს უნდა დასრულებულიყო. როგორც წესი, ვადებში სამუშაოების შესრულება არ მოხდა. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში გადავადებაზე 5 ცვლილება (საერთოდ 10 ცვლილება) განხორციელდა. პირველი ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადად, 2023 წლის თებერვლის ნაცვლად, 2023 წლის აპრილი განისაზღვრა, ბოლო ცვლილებით კი - გასული წლის დეკემბერი.

დოკუმენტში ცვლილებები არა მხოლოდ სამუშაოების გადავადებას შეეხო, არამედ ობიექტის მოწყობის ღირებულებასაც. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა 4 997 921 ლარზე. თუმცა, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ობიექტის მოსაწყობად დამატებით, კიდევ 66 182 ლარი მოითხოვა, რამაც საბოლოო ჯამში, 5 064 103 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში შესულ რიგით მეცხრე ცვლილებაში აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმებით, 2024 წლის 10 დეკემბრიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დინება შეჩერდა. ანუ, დოკუმენტში აღარ არის მითითებული სამუშაოების დასრულების ვადა. 





მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი [NAT220012810] 2022 წლის ივლისში გამოცხადდა. სამუშაოების ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებები გახდა, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული. იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში, პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები გამოიყენა.

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

მუზეუმის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის მოწყობას კომპანია "ართვინ ჯორჯია" 5 064 103 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:


კიდევ ერთი ტენდერი, ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად - რას მოიცავს სახელმწიფო შესყიდვა

საგამოფენო სივრცე ცენტრალურ მოედანზე - საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტი

კედლები ამოყვანილია - საგამოფენო სივრცე, რომლის მოწყობა დასრულებული უნდა იყოს

გადავადებულია წლის ბოლომდე - საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან აშენებენ

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს

ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევა

ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის ყოფილი შენობის კედელს შლიან

რა ბედი ელის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადს - ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
























Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.