ახალი ამბები
ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობა დაიწყო.

ქალაქის ცენტრში მდებარე ამორტიზებული შენობა უკვე შემოღობილია, სადაც ახალი სივრცის მოწყობითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეს 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ შპს "ართვინ ჯორჯია" ახორციელებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  სივრცის მოწყობა სრულად 2023 წლის 15 თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. 

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

თუ როგორი  უნდა იყოს ქალაქის ცენტრში  მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ. 



ქუთაისის მერიას ყოფილი მუზეუმის შენობაში ახალი სივრცის მოწყობის ელექტრონული ტენდერი  თავდაპირველად თებერვალში გამოაცხადა, თუმცა მაშინ ამ თემით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა, შესაბამისად, ტენდერიც  ჩაშალათ. 

მეორედ ტენდერი ივლისში გამოცხდდა (NAT220012810), სადაც მხოლოდ ერთი კომპანია , შპს  "ართვინ ჯორჯიამ"  მიიღო მონაწილობა, შესაბამისად, მერიამ  ამ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

პროექტი რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

ქუთაისის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა, სადაც მუზეუმი 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.