ახალი ამბები
„საქნახშირი“ კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს“- „საია“ მეშახტეების გათავისუფლებაზე
FaceBook
"ტყიბულში, მეშახტეების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი იმეორებს იმ მზარდ რეპრესიულ პრაქტიკას, სადაც სამსახურის დატოვება დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირებასთან", - ამის შესახებ "საიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"საქართველოს ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციის" წარმომადგენლები შახტაში დასაქმებულების იმ ნაწილს შეხვნენ, ვისაც "რეორგანიზაციის" პროცესი შეეხო. 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, შპს “საქნახშირი” ისედაც მძიმე სოციალურ რეალობასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში დასაქმებულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს, მათ შორის, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების გამო.

"მაგალითად, ერთ-ერთ გათავისუფლებულს საქნახშირის დირექტორმა შეხვედრისას გათავისუფლების მიზეზის შესახებ განუმარტა, რომ ,,ყველაფერი დააბრალოს მის მიერ გაზიარებულ პოსტებს". აქ სწორედ ზემოაღნიშნული ტიპის გამოხატვა იგულისხმებოდა. ასევე, ერთ-ერთი გათავისუფლებული, რომლის ინტერესებსაც საია სასამართლოში დაიცავს, 2010 წლის აპრილიდან დასაქმებულია შახტაში. იგი გაათავისუფლეს ნახშირმომპოვებელი უბნის სამთო ოსტატის პოზიციიდან. დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში ის კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის შენიშვნაც კი არ აქვს მიღებული და ისიც გათავისუფლებას მის განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირებს", - აღნიშნულია "საიას" ინფორმაციაში. 

ორგანიზაციაში „საქნახშირის“ მიერ ინიცირებულ პროცესში არსებულ დარღვევებზეც საუბრობენ, რომელიც თანამშრომელთა რეორგანიზაციის ფორმალური საფუძვლით გათავისუფლებას უკავშირდება.

კერძოდ, როგორც "საიაში" განმარატავენ, 3 თვის წინ, შპს ,,საქნახშირში“ რეორგანიზაციის პროცესი იმგვარად დაიწყო, რომ დასაქმებულებისათვის გაუგებარი იყო, რას უკავშირდებოდა რეორგანიზაცია, რას გულისხმობდა მიმდინარე პროცესი, ხოლო ნაწილი მათგანისათვის საერთოდ არ იყო ცნობილი მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. 

ამასთან, დასაქმებულებს არ მიეწოდათ ნათელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით და რა დეტალებით მოხდებოდა მათი შეფასება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან შრომის და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების (მაგ. დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანების ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც.

"შპს „საქნახშირი“, კომპანია, რომლის სახელი მშრომელების უფლებების დარღვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს. კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ფონზე, როდესაც „საქნახშირი“ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სამართლიანობას ზემოაღნიშნულ პროცედურებში",- აღნიშნულია "საიას" განცხადებაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლით იხილოთ აქ.

საიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით  ვცადეთ  კომპანიასთან დაკავშირება,  თუმცა "საქნახშირის" პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. 

ტყიბულში არსებულმა შპს "საქნახშირმა" 38 მეშახტე სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა. შახტაში დასაქმებულები აღნიშნულს პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და "ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ, ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

ფოტო: მაუწყებელი

ამავე თემაზე:

"რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა" - "საქნახშირი" მეშახტეების გათავისუფლებაზე

"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.