ახალი ამბები
"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა
FaceBook
ტყიბულში არსებულმა შპს "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა.
საუბარია ათობით მეშახტეზე, რომელთა უმეტესობა, შახტაში დასაქმებულების თქმით,  გათავისუფლებულთა სიაში  პოლიტიკური პოზიციების გამო მოხვდნენ. 

კერძოდ, მეშახტეები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და "ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ, ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

"ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა გათავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები, გავიღვიძეთ შუა ბოლშევიზმში. ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი და გამოქვეყნებული, რომ ჩვენი გზა მეშახტეებო არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, წისნვლისკენ-მეთქი. რამდენჯერმე დამიბარეს კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თუ არა შურს ვიძიებთო,"- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

შპს "საქნახშირმა" სამსახურიდან ასევე გაათავისუფლა გიორგი აბულაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, შახტაში მომხდარი აფეთქების გამო, დაშავდა. გიორგი გვიყვება, რომ მასთან ერთად, გაათავისუფლეს ძმა და რძალიც.

"გამომიგზავნეს პიროვნებები, იყო დაშიანება, შენს თავს თუ არ უფრთხილდები, შენს ძმას და რძალს გაუფრთხილდიო, რომლებიც ამავე კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. შეასრულეს სამივეზე ეს მუქარა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, განხორციელებული ჩემს ოჯახზე",- გვიყვება გიორგი აბულაძე. 

მეშახტეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შპს "საქნახშირის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 38-მა თანამშრომელმა თავად თქვა უარი სამსახურზე, რადგან არ დათანხმდა კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ გადამზადებას. 

"კადრების ოპტიმიზაციის პროცესია. თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიულ გადამზადებას - 3 თვის განმავლობაში მიიღებენ ანაზღაურებას, ექნებათ დაზღვევა, კვება და ყველა სოციალური ბენეფიტი, რაც ჰქონდათ. უნდა გაიარონ გადამზადება და გაუფორმდებათ ახალი კონტრაქტები, უკეთესი პირობებით. უმეტესობა ჩაერთო გადამზადების პროგრამაში. ვინც არ თანხმდება ამას, თავისი ნებით ტოვებს სამსახურს. საუბარია 38 ადამიანზე. "საქნახშირი" არავის დატოვებს უსამსახუროდ, მეტიც, ჩვენი ინტერესია მათ წინსვლაზე და პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა", - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში. 

"საქნახშირი" ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ის ქვანახშირის მოპოვებას ტყიბულის საბადოდან აწარმოებს.












Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან
საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი
გაიმართება.
09:52 / 10.02.2025
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში
დაიგეგმა. 
14:23 / 07.02.2025
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.