ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია „ევროპელი
სოციალისტები“ დარეგისტრირდა.
ფრაქცია სამი დეპუტატით დაკომპლექტდა. მისი თავმჯდომარე "ქართული
ოცნების" დეპუტატი იოსებ
კუჭავა იქნება, თავმჯდომარის მოადგილე კი ასევე უმრავლესობის წევრი
შოთა ჯიშკარიანი. ფრაქციის წევრი გახდა "ოცნების" პარტიიდან თამთა
ბაკურაძეც, "მადლიერების სახლის" ყოფილი ხელმძღვანელი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამ დროისთვის, სამი ფრაქციაა
შექმნილი: ფრაქცია "ქართული ოცნება", "ძალხის ძალა" და "ევროპელი
სოციალისტები".
მასალის გამოყენების პირობები