ახალი ამბები
რას გულისხმობს ოფშორი, რომლის შესახებაც კანონი პარლამენტმა დღეს მიიღო
FaceBook
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
სწორედ დღეს დაუჭირა პარლამენტმა მხარი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

ალბათ, საზოგადოების ნაწილს გაუჩნდება კითხვა, რა არის ოფშორი და რატომ იყენებენ მას. თემის ირგვლივ გთავაზობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მასალას, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელსაა გამოქვეყნებული.

რა არის ოფშორი?

ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო.

თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც „სამოთხეა“.

მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.

ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.

რატომ იყენებენ ოფშორს?

კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი საგადასახადო შეღავათებია. ეს ეხება კორპორატიულ გადასახადებს: მოგებაზე, დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მაღალი გადასახადებია, კაპიტალის მოცულობა კი ტრილიონობით დოლარია, ფინანსების ნაწილი ოფშორებში მიედინება.

ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების მეშვეობით, პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.

ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან მორალურად არ დააზიანოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“. ოფშორული კომპანიების კონფიდენციალური ბაზის დოკუმენტების მოპოვების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ ასზე მეტი, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსი ოფშორულ კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და „ფულის გასათეთრებლად“ იყენებდნენ. გამოვლინდა არამარტო მათი ოფშორებთან კავშირი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევაც კი.

ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ არის, მაგრამ ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს. მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი იყოს.

რა კავშირშია საქართველო ოფშორებთან და რა დამოკიდებულებაა ოფშორების მიმართ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში,  ნახეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.

"ქართულმა ოცნებამ" ოფშორების კანონპროექტი დღეს, მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ამ კანონის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში შემდეგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტში გაწერილი პირობები მიესადაგება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს და მის კომპანიებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ოფშირები
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.