ახალი ამბები
ათასობით ლარი - რა უჯდება მერიას ისტორიული თეთრი ხიდის დაზიანებების შეკეთება
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ისტორიული თეთრი ხიდი, რეაბილიტაციიდან, 2018 წლიდან დღემდე, მუდამ შეკეთების პროცესშია.
ხიდის სავალ ნაწილზე პანორამული მინა, ბოლოს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში დაზიანდა, რისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 3 350 ლარი დაიხარჯა.

ჯამში კი მინის ზედაპირის გამოსაცვლელად, ხიდის გახსნიდან დღემდე (ექვს წელში), სხვადასხვა დაზიანების შეკეთებას 16 200 ლარი მოხმარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მინის საფარი წელიწადში რამდენჯერმე ზიანდება, რკინის კონსტრუქცია კი დაჟანგულია და ლითონის ფილები ნახევრად ავარდნილი, ქალაქის მერი, დაპირების მიუხედავად, ხიდის რეაბილიტაციას არ გეგმავს.

მეტიც, ვერც იმაში ხედავს საკითხის სიმწვავეს, თოვლის ყოველი მოსვლისას მინის ზედაპირი რომ იყინება და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდება. ქალაქის პირველი პირი პარალელს პრაღის ხიდთან ავლებს და განმარტავს, რომ მხოლოდ ქუთაისის ხიდი არ იყინება.

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია კი მიიჩნევს, რომ თეთრი ხიდი არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობისა და კორუფციის სახეა, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის მერიაშია გამეფებული. 

"თავის დროზე ნახევარ მილიონ ლარამდე გაფლანგეს და უხარისხოდ გააკეთეს. გარდა მინის ზედაპირისა, დაჟანგულია რკინის კონსტრუქცია და საფრთხის შემცველია. ერთი კაცის ახირების გამო კი, რომელსაც ამოუჩემებია, რომ პრაღაში ხიდი იყინება, რეაბილიტაციის საკითხი გაჩერებულია. მინდა ქალაქის მერს ვკითხო, ევროპის კი არა, სადმე მიყრუებული ერთი ქალაქი მითხრას, სადაც ხიდზე დაჟანგული ზედაპირი არის ნორმალური, სადაც წვიმის დროს სრიალებს და ადამიანები ვერ დადიან. როგორ შეიძლება ეს მიგაჩნდეს ნორმად და ამაში ვერ ხედავდე პრობლემას",- განმარტავს გიგა შუშანია. 

არადა ქუთაისის მერი, ორი წლის წინ, ხიდის ხელახალ რეაბილიტაციაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ თეთრი ხიდი საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქუთაისის მერიაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარე წელს ისტორიული ობიექტის რეკონსტრუქციას არ აპირებენ, რადგან "ხიდი ახალი რეაბილიტირებულია".

ქუთაისის თეთრი ხიდი, 2018 წლის ნოემბერში, მაშინდელმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ საზეიმოდ გახსნა, თუმცა გახსნიდან მალევე ჯერ რკინის ფილა, შემდეგ კი მინა დაზიანდა. 


ამავე თემაზე:


ბოლო ორ თვეში, თეთრი ხიდის მინა მეორედ დაზიანდა


"წელს არ იგეგმება, ახალი რეაბილიტირებულია"- ქუთაისის მერია თეთრ ხიდზე

"დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია"

თეთრ ხიდზე მინა ისევ გაიბზარა

თეთრ ხიდს, შესაძლოა, რეაბილიტაცია ისევ ჩაუტარდეს

დიდითოვლობით გამოწვეული საფრთხის გამო თეთრი ხიდის ნაწილი გადაკეტილია


თეთრ ხიდზე დაზიანებული შუშა შეცვალეს

თეთრი ხიდი საზეიმო გახსნიდან ერთი წლის შემდეგ (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.