ახალი ამბები
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესებია.

მათივე ცნობით, ჩამოსული დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. მოგლიჯა ხეეები, დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და შენობების სახურავები. უამინდობის გამო რეისები გააუქმა საქართველოს რკინიგზამაც. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კი მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ის კლინიკაშია გადაყვანილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.


ამავე თემაზე:

სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.