ახალი ამბები
სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ათ საათზე მეტია გრძელდება.
სოფელ ნერგეეთში მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ, რომელთაგანაც 3 არასრულწლოვანია - ტყუპი გოგოები და ბიჭი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ანგელოზ სამ შვილს ეძებენ ერთი ოჯახიდან, ტყუპ გოგოებს, ერთ ბიჭს და მამას. დედა წასულია შვილებისთვის საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა. იქით მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისიც არ ჩანს", - ამბობს ადგილობრივი.

მეწყერი სოფელ ნერგეეთში გუშინ, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება. ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. აქედან, არსებული ინფორმაციით, 3 გადარჩენილი მამაკაცის ოჯახის წევრები არიან: ცოლი, შვილი (20 წლის გოგო) და დედა.

„ღამის ორ საათზე ჩამოწოლილა მეწყერი. ვინც გარდაიცვალა, ყველა სახლში იყო. დამარხა სტიქიამ ხალხი ცოცხლად“,- ამბობს ადგილობრივი.

სტიქიის ადგილებზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი.

ამავე თემაზე:

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე, საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
11:18 / 11.05.2024
12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის
12:19 / 10.05.2024
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის "სულიკოს" შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.