ახალი ამბები
30-ის ნაცვლად, 7-მა ბენეფიციარმა ისარგებლა - მერიის სამი წლის განმავლობაში ჩავარდნილი პროგრამა
FaceBook
ქუთაისის მერიაში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობენ, თუმცა არ იციან, იქნება თუ არა ჩასმული ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში „ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" პროგრამა.

"ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე",
- აღნიშნულია ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში.

"ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" ქვეპროგრა, რომელიც 2021 წლიდან მუშაობს და გაწერილი გეგმის მიხედვით, 2023 წლის ჩათვლით, 30 ბენეფიციარს (წლიურად 10 ადამიანს) უნდა  ესარგებლა, მხოლოდ 7-მა გამოიყენა. 2021 წელს ის საერთოდ ჩავარდა, 2022 წელს მხოლოდ ერთმა წყვილმა ისარგებლა, მიმდინარე წელს კი - ექვსმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული „ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" ქვეპროგრამის ბიუჯეტი 5 000 ლარს შეადგენს, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ქალაქში, სოციალური შემწეობის მიმღებთა ზრდის მიუხედავად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სამი წელია, მათთვის განსაზღვრული თანხის სრულად ათვისება ვერ შეძლო.

უკავშირდება თუ არა ეს მერიის მხრიდან აღნიშნული პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირებულობის სათანადოდ ვერ უზრუნველყოფას, ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით ახდენენ ინფორმირებას.  

„ქვეპროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით წერილობით მიემართა: სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ სერვის ცენტრს; ქალაქ ქუთაისში არსებულ სამშობიარო სახლებს; ინფორმაცია გავრცელდა ტელე და რადიო მაუწყებლობის და სოციალური ქსელის საშუალებით, ასევე განთავსებულ იქნა მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე“,- აღნიშნულია წერილში.

“ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" ქვეპროგრამა ადგილობრივ ბიუჯეტში პირველად 2021 წელს გაჩნდა.

პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან 500 ლარს მიიღებს. ფულადი დახმარების მისაღებად წყვილმა ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქალაქში 31 სოციალური ქვეპროგრამა განხორციელდა, რომლის თანხობრივმა მოცულობამ, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ჯამში 6 534 200 ლარი შეადგინა. აღნიშნული ქვეპროგრამებით კი 11 989 ბენეფიციარმა ისარგებლა.


ამავე თემაზე:

ჩავარდნილი პროგრამა - მერიამ სოციალურ დაუცველებზე განსაზღვრული თანხა ვერ აითვისა

ქუთაისის მერია ოჯახების შექმნის მიზნით ერთჯერადი დახმარებით წყვილებს წელსაც წაახალისებს


ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებულები 500 ლარს მიიღებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.