ახალი ამბები
"ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეზე მეტია შეჩერებულია
FaceBook
2 თვეზე მეტია, რაც „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ იციან.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, რა გზით გამოავლენენ ობიექტის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას.

კერძოდ, კვლავ ტენდერს გამოაცხადებენ, რომელიც ერთხელ უკვე არ შედგა, თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმებენ ხელშეკრულებას.

„ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა ფორმას გამოვიყენებთ, თუმცა უახლოეს პერიოდში გვეცოდინება“,- უთხრეს „ქუთაისიპოსტს“ მერიაში.

სანამ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხის გადაწყვეტას არ ჩქარობენ, მანამდე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ზიანდება, ამიტომ სამოქალაქო სექტორში ძეგლის დროებით შეფუთვას (ან დროებითი გამაგრებას) ითხოვენ.



„ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს, პირველი, რაც უნდა იფიქროს მერიამ არის ძეგლის შეფუთვა ამინდის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოები დაწყებული აქვს, სახურავის ნაწილი მოცილებულია და ა.შ“,- ამბობს საინიციატივო ჯგუფ „ოქროს ჩარდახის“ წევრი სოფიო ზვიადაძე.

საინიციატივო ჯგუფმა და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმამ ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს, შეცვლილიყო არსებული სარეაბილიტაციო პროექტი. ამ მიზნით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ მიერ მოწვეულ დარგის ექაპერტებთან ერთად, აგვისტოში, ქალაქის მერს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, საკრებულოს თავმჯდომარესა და პროექტის ავტორებს შეხვდნენ.

„გვსურდა, ჩვენი მოსაზრებები სპეციალისტებთან ერთად გაგვეცნო მათთვის და ერთად გვემსჯელა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ეტაპზე, რომ ქალაქმა არ დაკარგოს ეს ძეგლი. მეორე მხრივ, ჩვენმა მოწვეულმა სპეციალისტებმა, არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ და ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილმა გააცნეს მათ თავიანთი ხედვა, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია, არამედ როგორ უნდა დავინახოთ ეს ძეგლი ქუთაისის მთლიან ურბანულ კონტექსტში“,- განმარტავს ზვიადაძე.

მისივე თქმით, ის პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიამ ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, პრობლემურია და მთლიანად ამოვარდნილია იმ ისტორიული იერსახიდან, რომელიც რიონის მარცხენა სანაპიროზეა ჩამოყალიბებული.

„ძეგლის საუკეთესო რეაბილიტაციისთვის, ასევე ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კორექტირება მოხდეს, რათა არ მივიღოთ უცხო ახალი ნაგებობა ისტორიულ ზონაში. მერიამ და საკრებულომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისათვის და იყოს ხალხის წარმომადგენელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რათა გასწორდეს პროექტი.

ამასთან, ჩვენი მოსაზრებაა, რომ თუკი სახელმწიფო ვერ ახერხებს რეაბილიტაციის პროცესი იყოს გამართული, მულტიდისციპლინური და ახალ კვლევებზე დაფუძნებული, არ უნდა გარისკოს და ასეთი საკამათო პროექტი არ უნდა შემოგვთავაზოს. თავისუფლად შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება ისარგებლოს იმ პროექტით, რომლის მიხედვითაც 60-იან წლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია",
- ამბობს სოფიო ზვიადაძე.

„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2 თვეზე მეტია შეჩერებულია. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ივერთმშენს“ , მერიამ, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ სასამართლოში იჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა

ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.