ახალი ამბები
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
FaceBook
„ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერიის მიერ მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. 

რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვით [NAT230013922] არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. 1 273 000 ლარის ღირებულებაზე გამოცხადებულ ტენდერზე წინადადების მიღება 27 ივლისს დასრულდა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ გვეუბნებიან, ისტორიულ/კულტურული ობიექტის კეთილმიწყობაზე პასუხისმგებელ კომპანიას რა ფორმით გამოავლენენ. თუმცა, შესაძლოა, სამუშაოების შემსრულებელი არა ტენდერის გზით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აიყვანონ. 

„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით თვე-ნახევარია შეჩერებულია.



მერიამ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ სასამართლოში იჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა

ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.