ახალი ამბები
ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაობის შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, შესაძლოა, ტენდერი ხელახლა გამოაცხადოს, ან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმოს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ განმარტა, მანამდე პროექტი ხელახლა შეფასდება და გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნებიც, რომლებიც საზოგადოებას ჰქონდა.

„ერთი ვარიანტით, პროექტი ხელახლა შეფასდება, ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოებს. ან, მეორე ვარიანტით, ადგილობრივი თვითმმართველობა შეაფასებს ხელახლა პროექტს, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან წამოვიდა, ამაზე მსჯელობა კიდევ ერთხელ მოხდება საინიციატივო ჯგუფთან და გააფორმებს ხელშეკრულებას პირდაპირი წესით (ტენდერის გარეშე) კონკრეტულ შემსრულებელთან“,
-  ამბობს ირაკლი შენგელია.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, მხარეები სასამართლოში იდავებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება კომპანია „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორიც. ედიშერ ჯანჯულია ამბობს, რომ მერია მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა, შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს.

„ჩვენ 100%-ით მართლები ვართ, მერია როგორც მოგვექცა გაკვირვებულები ვართ. პროექტი არ გვქონდა, საბაბს ეძებდნენ, რომ გაეწყვიტათ ჩვენთან ხელშეკრულება, არ გვპასუხობდნენ. ამიტომ, ველოებით სასამართლო რას გვეტყვის“,- ამბობს ედიშერ ჯანჯულია.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.