ახალი ამბები
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა
FaceBook
ათდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროელებთან, სახალხო დამცველი ჩავიდა.

აქციის მონაწილეებმა ომბუდსმენს შრომის პირობებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და მედიაციაში დახმარება სთხოვეს.

ლევანი იოსელიანი ზოგადი დაპირებით შემოიფარგლა, განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რათა მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთ ძირითად ადამიანის უფლებას - შრომის უფლებას. ჩართულები ვართ პროცესში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს, რათა მხარეთა პოზიციები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული და დასაქმებულთა შრომისა და უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს,“ - განაცხადა იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მაღაროელების პროტესტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ უკვე მეოთხე დღეა, ადამიანები შიმშილობენ და დღემდე ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს",- განმარტა ომბუდსმენმა. 

მეათე დღეა, რაც ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაფიცულია. მათ ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეოთხე დღეა, შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.