ახალი ამბები
მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო
FaceBook
ჭიათურაში, მაღაროელების ერთკვირიანი გაფიცვის შემდეგ, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო.

მედიატორი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა.

მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე  კომპანიის მენეჯმენტთან.

„მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მეცხრე დღეა, რაც ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაფიცულია. მათ ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეორე დღეა, შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ისინი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს.


ამავე თემაზე:


მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.