ახალი ამბები
ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროსთვის გენერატორს შეიძენს
FaceBook
ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროსთვის გენერატორს შეიძენს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქში.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მერია მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმამაღლა იქნა გაცხადებული, რომ ქალაქი უკრაინას დაეხმარებოდა იმ საჭიროებების მიხედვით, რასაც ომში მყოფი ქვეყანა ითხოვდა.

ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შეძენილი იქნა ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ასევე, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე.

ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში.

ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო თხოვნა გენერატორებით დახმარებისა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში.

ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს.

ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ დნიპროში მომხდარ ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა ქუთაისისა. "ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი
დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან", - განმარტა მან.

ამ განცხადების შემდეგ, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა და ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:31 / 06.12.2024
" გაიფიცე! გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა" - ქუთაისელმა აქტივისტებმა ამ შინაარსის პლაკატი იუსტიციის სახლში შეიტანეს და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338
პირი.
14:20 / 06.12.2024
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338 პირი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.