ახალი ამბები
მილოცვა და საჩუქარი გარდაცვლილი ჟურნალისტის დედას - ქუთაისში ნინო ღაჭავა გაიხსენეს
FaceBook
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ნინო ღაჭავა გაიხსენეს.

ნინო ღაჭავას დედას თამარ ღაჭავას, რომელიც ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში უმასპინძლა, დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

ნინო ღაჭავა 2010 წელს, 41 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მან მუშაობა ტელეკომპანია "რიონში" დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანია "ივერიონის" და "იბერვიზიის" ქუთაისის ფილიალის კორესპონდენტი.

წერდა რამდენიმე პერიოდულ გამოცემაში. 1999 წლის დეკემბრიდან იყო რადიო თავისუფლების ქუთაისის კორესპონდენტი და რეგულარულად მონაწილეობდა რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის „რეგიონული მაცნის“ მომზადებაში.

2007 დან 2010 წლის ჩათვლით, იმერეთის რეგიონში პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.