ახალი ამბები
მაღაროელები საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ – ოჯახებს პოლიციამ „კარგი შეთავაზების“ შესახებ აცნობა
FaceBook

ჭიათურელი მაღაროელები საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებენ.


ამის შესახებ მაღაროელთა პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ტარიელ მიქაცაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული მაღაროელების ოჯახის წევრებს ჭიათურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ესტუმრნენ და ქუთაისის პროკურატურაში მისვლა შესთავაზეს. სამართალდამცველების თქმით, მათთვის „კარგი შეთავაზება“ ჰქონდათ.

ტარიელ მიქაცაძის თქმით, ინფორმაცია თავად ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მიაწოდა. მისი განმარტებით, ოჯახის წევრებმა პოლიციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან შეთავაზებაზე თანხმობის გაცემა არ შეეძლოთ, რადგან ეს თავად პატიმრებისა და მათი ადვოკატების გადასაწყვეტი იყო.

„არის ის განცდა, რომ პატარა ბავშვებიანი ოჯახები არიან, მოხუცები და უცებ მიადგება პოლიცია და ეუბნება, რაღაც კარგი შეთავაზება გვაქვსო. არანაირი კეთილგანწყობა და ნდობა ამ პოლიციის მიმართ ამ ოჯახებს არ აქვთ. მხოლოდ გამწარება და გაუბედურებაა“, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურაში, პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი მაღაროელი გაასამართლეს. მათ შორისაა მერაბ სარალიძე, რომელსაც გიორგი ნეფარიძესთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება მსჯავრი. სასამართლომ მას 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, თუმცა დაცვის მხარეს ის უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

მერაბ სარალიძის ადვოკატის, მარიამ პატარიძის განმარტებით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სამართლებრივი საფუძველი არსებობს. მისი თქმით, პროკურატურას ოჯახის პოზიციის გარკვევა სურდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ოჯახის წევრებს პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზეს.

ადვოკატის განცხადებით, შეხვედრა არ შედგა, რადგან მერაბ სარალიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ უნდოდა. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გასარკვევად კი მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების მიზნით, უწყებამ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო
ღონისძიებების ორგანიზებისთვის 133 100 ლარის დახარჯვას
გეგმავს.
12:21 / 27.11.2026

ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 133 100 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ქუთაისში, პუშკინის ქუჩა N2-ში მდებარე მაღაზიაში არასრულწლოვნებზე
სიგარეტს სისტემატურად ჰყიდიან.
11:42 / 26.11.2026
ქუთაისში, პუშკინის ქუჩა N2-ში მდებარე მაღაზიაში არასრულწლოვნებზე სიგარეტს სისტემატურად ჰყიდიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.