ახალი ამბები
რამდენიმე თვეა საქართველო რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგიას ყიდის
FaceBook
ზედიზედ მეორე თვეა, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 

მონაცემებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ინფორმაციაზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის, 352.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე, 195.2 მლნ კვტ.სთ-ზე, თითქმის 80%-ით მეტია.

გასულ თვეში ქვეყნის მთავარი საექსპორტო პარტნიორები აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ. აზერბაიჯანმა საქართველოდან 296.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, სომხეთმა კი - 54.6 მლნ კვტ.სთ.

ექსპორტის ზრდა დიდწილად ელექტროსადგურების გამომუშავების მატებასთანაა დაკავშირებული. 2022 წლის ივნისში ელექტროსადგურების საერთო გენერაციამ 1.48 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.32 მლრდ კვტ.სთ-ზე, 12.2%-ით მეტია და ასევე რეკორდული მაჩვენებელია - ერთ თვეში ამდენი ელექტროენერგია საქართველოში არასდროს გამომუშავებულა.

გენერაციის ზრდას, თავის მხრივ, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროსადგურის, ენგურჰესის რეაბილიტაციასთან ერთად, ზაფხულის სეზონზე წყალუხვობა იწვევს. საქართველოს გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ. სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის სიჭარბე ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გაყიდოს ის ქვეყნის გარეთ და ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.