ახალი ამბები
რუსეთი სევეროდონეცკიდან მოსახლეობის დეპორტაციისთვის ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფნებს ქმნის
FaceBook
რუსეთი სევეროდონეცკიდან უკრაინელების ევაკუაციისთვის ცალმხრივად აცხადებს ე. წ. "ჰუმანიტარული" დერეფნების მოწყობას.

სავარაუდოდ, ასეთი ქმედებებით რუსეთი საბრძოლო ზონაში სივრცით მანიპულირების საშუალებას იქმნის.

ამის შესახებ, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდობით, Unian წერს.

"14 ივნისიდან რუსი და სეპარატისტი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცდილობენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. რუსეთმა ეს სხვა დროსაც გააკეთა, როგორც ადრე უკრაინაში, ასევე სირიაში. იგი ცალმხრივად გამოცხადებულ "ჰუმანიტარული" დერეფნებს იყენებს, როგორც მექანიზმს ომის დროს სივრცის მანიპულირებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილებისთვის", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

ანგარიშში ვარაუდობენ, რომ სევეროდონეცკის მცხოვრებლები რუსეთის წინადადებას უნდობლობით მოეკიდებიან. ახლა ქალაქიდან გასასვლელი ყველა ხიდი დანგრეულია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის "ჰუმანიტარული" დერეფნები მიდის სვატოვოსკენ, ანუ ღრმად შედის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლები თვლიან, რომ უარის შემთხვევაში რაშისტები სევეროდონეცკში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს გაუხსნიან.

ანგარიშში საუბარია ბრძოლებზეც. ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ განაახლა მცდელობები იზიუმის სამხრეთით წინსვლისა და ჩრდილოეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევისთვის.

გენერალური შტაბის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა ძალების კონცენტრირება მოახდინეს სამი მიმართულებით - სლავიანსკის, ბახმუტისა და სევეროდონეცკის. ბრძოლა ცალკეულ ოპერატიულ რაიონებში გრძელდება. დიდი დანაკარგების გამო, რუსეთის ფედერაციის სარდლობა იძულებული გახდა საბრძოლო ზონიდან გაეყვანა 1-ლი არმიის კორპუსის მე-11 მოტორიზებული პოლკის ცალკეული ნაწილები საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად.

უკრაინაში 115 დღეა ომია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.