ახალი ამბები
"რუსებს წარმატება დიდი დანაკარგის ფასად უჯდება'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინაში, სევეროდონეცკის დიდი ნაწილი დაიკავა და არტილერიის ძლიერი კონცენტრაციის წყალობით, განაგრძობს ლოკალური წარმატებების მიღწევას.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ოკუპანტ ქვეყანას წარმატება დიდი დანაკარგის ფასად უჯდება.

დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის ახლა მთავარი მიზანი მდინარე სევეროდონეცკის გადალახვაა.

„ისინი ცდილობენ გაიმაგრონ ლუგანსკში დაკავებული პოზიციები და დონეცკზე გადავიდნენ“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა ტვიტერზე.

დაზვერვა მდინარის გადალახვის ორ შესაძლო ადგილს ასახელებს:

„სევეროდნეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ახლახან დაკავებულ ლიმანთან ახლოს. ორივე მონაკვეთზე მდინარის ზოლს სავარაუდოდ, კვლავაც აკონტროლებენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ხიდები გაანადგურეს“.

უწყების ვარაუდით, რუსეთს მცირე ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, რათა მდინარის გადალახვისთვის ძალები გადააჯგუფოს და მოემზადოს შეტევისთვის დონეცკის სიღრმეში, სადაც უკრაინის ძალებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ გამაგრებული. 

ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 99 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის
მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
17:33 / 16.03.2026
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში
ცვლილება, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას
შეძლებენ ბავშვები,
17:01 / 16.03.2026
პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას შეძლებენ ბავშვები,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.