ახალი ამბები
,,რუსეთი ბელორუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება''- ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, შეინიშნება ბელორუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე, თუმცა, ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება.

"რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება უფრო სერიოზულად წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება", -აღნიშნავს უწყება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი, ბელორუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემოწმებაა.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საველე წვრთნები "არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც კონკრეტულად მეზობელ სახელმწიფოებს და არც მთლიანად ევროპას''.

ბელორუსს სამხრეთით ესაზღვრება უკრაინა, დასავლეთით – პოლონეთი, ჩრდილოდასავლეთით – ლიეტუვა და ლატვია, ხოლო აღმოსავლეთით – რუსეთი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. ბრიტანული დაზვერვა გუშინდელ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები – კრამატორსკი და სევეროდონეცკი. ამ ქალაქების დაკავება კი რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.