ახალი ამბები
რუსეთს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონია.


ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინული ძალების კონტრშეტევები კვლავ აფერხებს რუსი ოკუპანტების ძალისხმევას.

რუსეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ მარიუპოლი დაიმორჩილეს და ქალაქზე სრული კონტროლი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რაც აფერხებს რუსეთის მცდელობებს აიღოს ქალაქი და ანელებს ოკუპანტების წინსვლას დონბასში.

რუსული სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და უზრუნველყონ სახმელეთო გზა აღნიშნულ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის.

უკრაინაში 59 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.