ახალი ამბები
Სახელმწიფომ კოვიდის მართვის მიდგომით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა - ომბუდსმენი
FaceBook
"არაეფექტური იყო სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია", -
აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

Საქართველოს სახლახო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე 2021 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.


ომბუდსმენი პირველ რიგში კოვიდინფექციის პრობლემას შეეხო და მის მართვას სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური უწოდა.

"სახელმწიფოს მხრიდან Წლის განმავლობაში კოვიდ 19-ის მართვის მიდგდომებმა და მოდელმა ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.
Ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად.
Რეგულაციების დანიშვნისა თუ მოხსნის გადაწყევტილება უმეტეს შემთხვევაში სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ. "
- ამბობს ომბუდსმენი.

უფრო მეტიც, ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში რეგულაციები არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებით წესდებოდა.

საქართველოში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებრვალს დაფიქსირდა. მთავრობამ  დაგვიანებით შემოიტანა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია , 2021 წლის მარტში, ისევე როგორც დააგვიანდა ამ მიმართულებით საინფორმაციო კიამპანიის ჩატარება.  შედეგად, დღეის მდგომარებით,  საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის 882 822 დადასტურებული  შემთხვევა;

გამოჯანმრთელდა 825 442;

გარდაიცვალა 12 631 პაციენტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3
პირი დააკავეს.
12:22 / 16.08.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.