ახალი ამბები
"მიზანი მიღწეული არ არის" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მედიაციის ანგარიშზე
FaceBook
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი მედიაციის ჯგუფის საბოლოო ანგარიშს აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მედიაციამ ექვსთვიანი მუშაობის შედეგად შეფასების გარეშე დატოვა და პასუხი ვერ გასცა მთავარ შეკითხვას - არის თუ არა პროექტი ზიანის მომტანი.

"სამწუხაროა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების აღნიშნული ანგარიში პასუხგაუცემელს ტოვებს მთავარ შეკითხვას ნამახვანი ჰესის პროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, რაც უკვე წელიწადზე მეტია საზოგადოების წუხილი საგანია და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური მოძრაობის გაჩენის საბაბიც გახდა. ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების გარეშე დატოვება ისევ აჩენს რისკებს მთავრობის მხრიდან ამ პროექტის გარშემო სპეკულირებისა და თვითნებური გადაწყვეტილებების შესახებ",
- ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ მედიაციის ანგარიშის შეფასებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს მედიაციის პროცესის დასრულებასთან ერთად, ხელშეკრულებისა და პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტების შეფასების მომზადების შეჩერებას. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით საზიანოა იმ ფონზე, როცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ " ენკას" პროექტიდან გასვლისა და მისი დარჩენის შესაძლებლობები თანაბარია, ჰესის პროექტის პრობლემურობა და მისით გამოწვეული ზიანის მასშტაბი კი სულ უფრო ცხადი ხდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადების მიხედვით, ენკას პროექტიდან გასვლისა და მისი დარჩენის შესაძლებლობები თანაბარია, მიგვაჩნია, რომ მედიატორის ეს გადაწყვეტილება, რომ მედიაციის პროცესის ამოწურვასთან ერთად შეჩერებულიყო შეფასებების პროცესიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სათანადო კონსულტაციებისა თუ დისკუსიების გარეშე იქნა მიღებული. ენერგო-გაერთიანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში არ საბუთდება, თუ რატომ უქმდება დამოუკიდებელი შეფასებების მომზადების პროცესი მაშინ, როდესაც ნამახვანი ჰესის პროექტის პრობლემურობა და მისით გამოწვეული ზიანის მასშტაბის შესახებ ჩვენი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პირველადი შეფასებები და ვარაუდები უკვე მართლდება. ენერგო-გაერთიანების მოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, დამოუკიდებელი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ სახელმწიფოსა და კომპანია "ენკა"-ს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ნამახვანჰესის პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტების კვალიფიციური შეფასების შესახებ, სამწუხაროდ მიღწეული არ არის", - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციის პოზიციით, მედიატორმა ანგარიშში სათანადოდ არ შეაფასა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ თვეების განმავლობაში გადაადგილების უკანონო შეზღუდვის, სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების და არაჯეროვნად შესრულების ფაქტები. მათი თქმით, ანგარიშში არ აისახა ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული საჩივრები და სასამართლო მოთხოვნები.

არსებული გარემოების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, მედიაციის პროცესის შესახებ ალტერნატიულ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში 19 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, მედიაციის ექვსთვიანი პროცესი დასრულდა. ნამახვანჰესის პროექტისა და გარემოსდაცვითი დოკუმენტების ანგარიშის შეფასებების მომზადება კი შეჩერდა. პროცესი მხოლოდ პროექტის განახლების შემთხვევაში გაგრძელდება.


ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მედიაციის პროცესი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ენერგო-გაერთიანებას ნამახვანჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება და პროექტის გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები უნდა შეეფასებინა. რიონის ხეობის მცველებმა მედიაციაში მონაწილეობაზე უარი პროცესის დასრულებამდე ორი თვით ადრე თქვეს. 

ნამახვნჰესის მშენებელმა კომპანია ENKA Renewables-მა, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე 22 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან "ენკას" როგორც გასვლის, ასევე ქვეყანაში დარჩენის შანსები თანაბარია.


რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ხეობის მცველები ღამეებს ისევ კარვებში ათენებენ და პროტესტის შეწყვეტას საკითხის  გარკვევამდე არ აპირებენ, რაც ხეობიდან "ენკას" საბოლოოდ გასვლას და პროექტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს. 


ამავე თემაზე:


პროტესტის ერთი წელი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.