ქუთაისში, "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის პლაკატი გადააკრეს.
წინასაარჩევნო აგიტაციის მასალა ( პლაკატი, ბანერი და ასე
შემდეგ) უნდა გათავსდეს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც
მუნიციპალიტეტის მიერ ნებრათვა არის გაცემული.
სხვისი პლაკატის გადაკვრა, დაზიანება ან მოცილება აკრძალულია.
ასეთი ქმედება ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევად და
შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება ან ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა.
ასევე, თუ ვინმეს მიერ ხდება პლაკატების განზრახ დაზიანება ან
გადაკვრა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სხვა პარტიის ან კანდიდატის
აგიტაციის ხელშეშლა, რაც კანონით პირდაპირ აკრძალულია.
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის": "ქართული ოცნებიდან"
- დავით ერემეიშვილი; „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა
ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან" - გიორგი ამაღლობელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები