ახალი ამბები
"თქვენზეა დამოკიდებული, ამ ბრძოლაში მარტო დავრჩებით თუ ერთიანი ძალით გავიმარჯვებთ"
FaceBook
"საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არის სიმბოლო უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 203-ე დღეა უწყვეტ პროტესტში არიან.

მათივე თქმით, ეს კარვები ასევე გამოხატავს სოლიდარობას მათი დაკავებული თანამებრძოლების მიმართ და ასევე იცავს იმ მაღაროელების სამუშაო ადგილებსაც, რომლებმაც კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ისინი სწორედ ამ ადამიანებს უგზავნიან მიმართვას და ერთად დგომისკენ მოუწოდებენ.

"სანამ კარვები დგას, თქვენზე (მიმართავენ კომპანიაში დასაქმებულებს) რეპრესიები არ დაიწყება, მაგრამ თუ ეს კარვები აიღეს, მაშინვე დაიწყება ზეწოლა თქვენზე. მაშინვე გამოაჩენს კომპანია თავის კლანჭებს და რეალურ სახეს. ახლა კი, მხოლოდ იმიტომ რომ ეშინიათ, ჩვენთან ერთობაში არ დადგეთ, არ შემოგვიერთდეთ, დროებით არ აჩენენ თავიანთ რეალურ სახეს, შედარებით ლოიალურები არიან, თუმცა ამავე დროს, მაინც ბედავენ და არღვევენ თქვენს უფლებებს: 15 რიცხვში დასარიცხი სახელფასო ანაზღაურება არ ჩაგირიცხეს, კუთვნილი საკუთარი ოფლით და ჯაფით გამომუშავებული. ასევე, ჩვენ არ გვაძლევენ კუთვნილ 60%-ს.

ფიქრი გმართებთ, ძმებო და დებო! ჩვენც ისეთივე მშრომელები ვართ, როგორც თქვენ. ჩვენ არ ვიბრძვით პირადი სარგებლისთვის, ჩვენი ბრძოლა არის საერთო, სამართლიანობისთვის. კომპანია ჩვენზე კარგს არასდროს არ იტყვის, მაგრამ თუ ოდესმე მოისმენთ მათგან შექებას ჩვენი მისამართით, მაშინ შეიტანეთ ეჭვი ჩვენს გულწრფელობაში. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად და თქვენზეა დამოკიდებული, ამ ბრძოლაში მარტო დავრჩებით თუ ერთიანი ძალით გავიმარჯვებთ",- მიმართავენ ჭიათურის პროტესტის მონაწილეები დასაქმებულ მაღაროელებს. 

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჭიათურაში არ ჩასულა და მაღაროელების პრობლემებს უშუალოდ ადგილზე არ გაცნობია (არაერთი მოწოდების მიუხედავად) მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი პირი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.
12:58 / 17.09.2025
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52
მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
12:01 / 17.09.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.