ახალი ამბები
სექტემბერში ეკონომიკის მაჩვენებელმა მოიმატა - საქსტატი
FaceBook
მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11,3% იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

საქსტატის ანგარიშში სღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 21,6%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22,3%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 6,2%-ით, 4 163-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 24%-ით 9,5 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 12,3%-იყო. თუ მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მონაცემს არ ჩავთვლით, ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.