ახალი ამბები
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეკონომიკის სამინისტროს მანიპულაციაში ადანაშაულებს
FaceBook
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მანიპულაციაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, უწყების მიერ, ჰესის პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობის გამართლების მცდელობას პასუხობს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს პასუხს, რასაც თავის მხრივ, წინ უძღოდა ფინანსთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ნამახვანჰესის პროექტზე შესაბამისი დასკვნა გაცემული არ იყო, კანონის ინტერპრეტაციას უწოდებს. მათი შეფასებით, უწყების მიერ  ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობის დასაბუთება, მანიპულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საუბარია "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონზე", რომელიც 2018 წელს ამოქმედდა და რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება ჰქონდა ნამახვანჰესის პროექტზე დასკვნა გაეცა.

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის შერჩევის მიზნით, ტენდერი ამ კანონის ამოქმედებამდე, 2016 წელს ჩატარდა, გამარჯვებული კი 2017 წელს გამოვლინდა, შესაბამისად პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ვერ იარსებებდა.

"ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის" ძალაში შესვლის თარიღამდე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ მოლაპარაკების მხარეებმა დაასრულეს მოლაპარაკებები კანონის ამოქმედებამდე და 2019 წლის აპრილში ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებას არ ეთანხმება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება 2019 წლის მარტში დასრულდა, როცა აღნიშნული კანონი უკვე თითქმის ერთი წლის ამოქმედებული იყო.

"კონომიკის სამინისტროს აღნიშნული განცხადება ნამახვანის პროექტზე არსებულ საკანონმდებლო დარღვევების დაფარვისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულება ცალსახად ადასტურებს, რომ მთავრობამ ჯერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიხედვით შეაფასა და განსაზღვრა პროექტის ეტაპი, შემდეგ კი მოიწონა. შესაბამისად სწორედ ამ პერიოდიდან მასზე "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები გავრცელდა, რაც მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროექტზე დასკვნის მომზადებასა და მის სავალდებულო გათვალისწინებას გულისხმობდა", - ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ჰესის ხელშეკრულების გაფორმების კანონიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მნიშვნელოვან იურიდიულ შედეგებს უკავშირდება.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს გარემოება ნიშნავს იმას, რომ ნამახვანჰესის პროექტზე ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს მისი ხარჯსარგებლიანობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა უნდა დაესაბუთებინა, არ არსებობს. ეს კი "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძველს ქმნის.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროექტზე ტენდერის გამოცხადების მომენტში, კანონი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გაცემას დაავალდებულებდა, არ არსებობდა.


ამავე თემაზე:
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.