ახალი ამბები
ტიკარაძე ორსულთა ლეტალობაზე - რიგ შემთხვევებში დაგვიანებულია სტაციონარიზაცია
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.

მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია დაგვიანებულია.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის პროტოკოლი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გინეკოლოგთა ასოციაციაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ იმსჯელებენ.

,,თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმის თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, სამაგრიეროდ პოსტი ედო "ფეისბუქზე". ჩვენ ვიღებთ სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციებს და ის პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ არ მიმართავენ ექიმს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყურადღებით", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი. მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. 

"სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.