ახალი ამბები
"სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან" - მაკა სულაძე ფალანდიშვილს
FaceBook
დღეს, დილით, რიონის ხეობაში ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორებს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებსა ხეობის  ერთ-ერთი მცველი მაკა სულაძე  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
საუბარი თბილისში აქციიდან ლგბტ სიმბოლიკის გამო მოქალაქეების გაძევებას შეეხებოდა. მაკა სულაძის თქმით, ისინი თავად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და თუ ვინმე სიმბოლიკით მივა, მათ შეახსენებენ, რომ სიმბოლიკა და პარტოული დროშა მათ აქციაზე აკრძალულია.

"სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდევ დასდევთ ლგბტ-ებს. ქრისტიანობა რა არის? შემწყნარებლობაა ქრისტიანობა. ურთიერთტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული ჩემიო — არ გაგიგონიათ? რა გამოდის, გამაგებინეთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში იმიტომ ჩამოვიდნენ და ხეობაში იმიტომ დავბრუნდით, რომ ვარჩიეთ რომელიმე პროპაგანდა… ის რატომ აკეთებს, ეს რატომ აკეთებს და პარტიების დღის წესრიგები ვარჩიოთ? მე მასწავლით კიდევ ქრისტიანობას, ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში. ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა", - განაცხადა მაკა სულაძემ.

მაკა სულაძემ განაცხადა, რომ ჯვარს, რომელსაც აქციების განმავლობაში ატარებდა, თბილისში მსვლელობის დროს აღარ ექნებოდა. მიზეზეი, მისი განცხადებით, ის არის, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხრეხულობა არ შეექმნა. 

ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური აქციების ორგანიზატორები, მამა-შვილმა გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა 26 მაისს განცხადებას გაავრცელეს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ისინი “არ გაემიჯნენ ლგბტ აქტივიზმს”.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. ხეობის მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე გუშინ, 26 მაისს დაბრუნდნენ, რომლებსაც გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.