ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო თეატრები 2016 წლისთვის 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდება
FaceBook
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისში მოქმედი სახელმწიფო თეატრების ბიუჯეტები წინა წლებთან შედარებით გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 900 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა თეატრის ფუნქციონირების ხელშეწყობას, წლის განმავლობაში მინიმუმ 5 ახალი სპექტაკლის დადგმას და წლის განმავლობაში მოქმედი სპექტაკლების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრი მესხიშვილის თეატრთან შედარებით, ასიათასით ნაკლებს, 800 ათასს მიიღებს. ოპერის თეატრმაც დაფინანსება თეატრის ფუნქციონირების ხელშეყობისა და წლის განმავლობაში მოქმედი სპექტაკლების განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოს. თეატრს მინიმუმ 2 სპექტაკლის აღდგენა-განახლების ვალდებულება ეკისრება.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 210 ათასით დაფინანსდება. თოჯინების თეატრმა ამ თანხის სანაცვლოდ წლის განმვალობაში რეპერტუარში არსებული სპექტაკლების პარალელურად 4 ახალი სპეკტაკლი უნდა დადგას. მოაწყოს გასვლითი სპეკტაკლების ორგანიზება და ჩატარება, ასევე თოჯინების თეატრის პოპულარიზაცია.

ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გასულ კვირას დაასრულა.

საერთო ჯამში, ბიუჯეტი 47, 713 700 ლარით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.