ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას "ჯორჯიან მანგანეზის" დაპირება, კომპენსაციების გაცემის შესახებ, არ სჯერა და შიმშილობას აგრძელებს.

ერთ-ერთი აქტივისტის, ჯანო ლაბაძის თქმით, დღეს კიდევ ორი ადამიანი ამოიკერავს პირს, 18 მაისიდან კი პროტესტს ქალებიც შუერთდებიან.

შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია ტყუის, როცა აცხადებს, რომ საინჟინრო კვლევები ჩაატარა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხი შეისწავლა.

"სინამდვილეში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენ არ გვჯერა ზეპირი დაპირების. ვიდრე პროცესში არ ჩაერთვება სახელმწიფო და ოფიციალურად არ გაფორმდება ხელშეკრულებები კომპენსაციებზე, პროტესტი გაგრძელდება. დღეს კიდევ ორი ადამიანი ამოიკერავს პირს, ხვალიდან ქალებიც შემოგვიერთდებიან", - ამბობს ჯანო ლაბაძე.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში  36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

"ხვალიდან (17 მაისი) "ჯორჯიან მანგანეზის" კონტრაქტორი კომპანია "შუქრუთი პლიუსი" მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს. საინჟინრო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომპენსაციების გაცემის ვადებს, ცნობილია, რომ თანხები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით,  მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 91-ე დღეა აპროტესტებენ. ერთი კვირის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.