ახალი ამბები
შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება 
FaceBook
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაოების წარმოებას მეოთხე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმით აპროტესტებენ.

სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა და მეოთხე დღეა შიმშილობს.

შუქრუთელები, რომლებსაც კარავი კოროხნალის მაღაროსთან აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ მადნის მოპოვების უწყვეტი პროცესი მათ სახლებს ყოველდღიურად ანგრევს და სოფელს შთანთქმით ემუქრება.

"აქ ვართ, მაგრამ  პროცესს ვერ ვუშლით ხელს. ისევ გრძელდება მაღაროს მუშაობა და ისევ ინგრევა ჩვენი სახლები. არავის აინტერესებს რა ხდება ჩვენი ეზოების ქვეშ და არც ის, რომ მალე შეიძლება მიწის ქვეშ აღმოჩნდეს სოფელი. ახლა, ღია კარიერული წესითაც აპირებენ მადნის მოპოვებას და ეს დამატებით პრობლემებს შეგვიქმნის. თუ არავინ მოგვაქცია ყურადღება, ქალებიც ამოვიკერავთ პირს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და აქტივისტი ეთერ გაფრინდაშვილი.

შუქრუთში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი 88 დღის წინ დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მადნის მოპოვების სამუშაოების გამო მათი სახლები იბზარება და ინგრევა. შუქრუთელები პროცესის შეწყვეტას და კომპანიისგან მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციების გადახდას ითხოვენ.

88 დღიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგელები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.


შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.