ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები 2016 წლისთვის საარჩევნო გარემოს შეცვლას ითხოვენ
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაციები 2016 წლისთვის საარჩევნო გარემოს საკანონმდებლო დონეზე შეცვლას ითხოვენ.
ამის შესახებ აღნიშნული არასამთვრობო ორგანიზაციების, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" და "სამართლიანი არჩვენები", წარმომადგენლებმა შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალოს საკანონმდებლო გარემო, რათა უფრო გამჭვირვალედ და ნაკლები კითხვის ნიშნების გარეშე მოხდეს არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი პირობები ჰქონდეს", - განმარტა შეხვედრაზე საიას წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე არასამთავრობოების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მხრიდან მიერ წლების განმავლობაში საარჩევნო ხარვეზებთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების გადახედვა და გაახლება მოხდა. თუმცა, საია-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რეკომენდაციების ძირეული გათვალისწინება ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება იყო, სადაც მისივე თქმით, პოლიტიკური კონიუნქტურა იყო გამოკვეთილი.

არასამტავრობო სექტორის რეკომენდაციები საარჩვენო გარემოს საკანონმდებლო ცვლილებისთვის ასეთია: 2 დონის განსხვავებული სირთულის სასერტიფიკაციო გამოცდის შემოღება, კვალიფიციური მოხელეების მონაცემთა ბაზის შექმნა; საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყოველი არჩევნების წინ, გასაჩივრების პროცედურული მარეგულირებელი ნორმების გამარტივება და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე განცხადება/საჩივრების შედგენისა და წარდგენის წესის დაზუსტება; გასაჩივრების ვადების ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის დღიდან; საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემა მომდევნო დღის 12 საათამდე, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებში მოქალაქის მიმართ, როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვა. 

"გარდა ამისა, საარჩევნო უბნებში კომისიების მუშაობა უნდა ჩამოყალიბდეს დროებით სამსახურად, რომელიც არის პრესტიჟული. დაკისრებული ვალდებულების შესააბამისი ანაზღაურებაც უნდა იყოს, რათა მოხდეს ადამიანების დაინტერსება", - განმარტეს შეხვედრაზე.

"საზოგადოების ჩართულობა სარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით" - ასეთია პროექტი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED)-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, საარჩევნო გარემოს საკანონმდებლო ცვლილების პროცესში საზოგადოების ჩართულობა.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების
უმეტესობა, წელს, ასსაფეხურიან კიბეებთან ჩატარდება.
10:48 / 30.04.2024
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა, წელს, ასსაფეხურიან კიბეებთან ჩატარდება.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.