ახალი ამბები
გუმათჰესთან ბარიკადები ისევ აღმართულია
FaceBook
15 აპრილის მოლაპარაკების შემდეგ გუმათჰესთან ბარიკადები ისევ აღმართულია, თუმცა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული სამართალდამცველების რაოდენობა.
აქციის ორგანიზატორები ამას გუშინდელ (15 აპრილის) მოლაპარაკებებს უკავშირებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ხეობაში მაინც ნარჩუნდება დაძაბული ფონი და ისევ მოსალოდნელია პროვოკაციები, რადგან ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს და თქვეს, რომ განსაკუთრებული მოლოდინი კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებით არ აქვთ. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას პროცესების მართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

"ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ არალოგიკურად გაიწელოს პროცესი. მივყვებით ბუნებრივ დინამიკას, არც შევანელებინებთ და ხელოვნურად არც დავაჩქარებინებთ. არ მივცემთ ამის საშუალებას. ვფიქრობთ, არც უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ მათ მივცემთ საშუალებას სხვა ვექტორზე გადაიტანენ პროცესს. არც განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს, იმიტომ რომ მათ აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრად გაცხადებული პოზიციები. საბოლოო ჯამში, მათზეა დამოკიდებული როგორ გადაწყდება ეს პროცესები - ფართომასშტაბიანი აქციების თუ კონსტრუქციული გზით," - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

იმედის მომცემია გუშინდელი შეხვედრა ხეობის კიდევ ერთი მცველისთვის მირზა ნოზაძისთვის, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება გადადგამს და არა იმაზე, რას ამბობენ ისინი.
"რაც გუშინდელ შეხვედრაზე მოხდა, ეს არის იმედისმომცემი ჩვენთვის. ჩვენ ვნახეთ პატივისცემით განწყობილი პრემიერის რწმუნებული, ვნახეთ არა მათი პროვოკაციული და თავდაცვითი კითხვები, არამედ, სივრცე მოლაპარაკებისთვის. თუ ჩვენ ვნახავთ ხვალ ისევ აგდებულ დამოკიდებულებას, ისევ პროვოკაციას, პროტესტი არ შეწყდება. ყველამ კარგად ნახა, რომ ჩვენ მიამიტები არ ვართ. მათ ბევრჯერ სცადეს რიტმიდან ამოვეგდეთ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ სწორად ვმართავთ პროცესებს",- განაცხადა ხეობის მცველმა მირზა ნოზაძემ. 

რიონის ხეობა უკვე ორი კვირაა ჩაკეტილია. სამართალდამცველებმა აქცივისტებს ჯერ კარვები დაურბია.

ახლა კი ხეობაში შესვლის უფლებას არ აძლევს. მეთოთხმეტე დღეა გუმათჰესთან რკინის ბარიკადებია აღმართული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.