"ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელად „ჯორჯიან მანგანეზის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დაინიშნა
18:26 / 30.03.2021
"ნამახვანჰესის" კასკადის
პროექტს ახალი დირექტორი ჰყავს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პოზიციაზე მერაბ
ლომინაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური
დირექტორი იყო. ლომინაძემ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
ჩატარებული კვლევების გადამოწმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამას
სავარაუდოდ, ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება. ახალ დირექტორს არ
უსაუბრია იმაზე, გაგრძელდება თუ არა კაშხლისა და წყალსაცავის
სამშენებლო სამუშაოები კვლევების გადამოწმების პროცესის
დასრულებისთანავე.
"სანამ არ იქნება დასტური იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს,
იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც
არის კაშხალი. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების
მომზადებას. ჩემი აზრით, ამას ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება. ეს
არის ის პროექტი, რომელზეც დღეს ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის გადის
ქვეყნის დამოუკიდებლობა", - განაცხადა ლომინაძემ.
ნამახვანჰესის პროექტის მიმართ საზოგადოების პროტესტზე
პრემიერ-მინისტრმა 29 მარტს ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის
მონაწილეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის
ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
განცხადებაში მან ასევე თქვა, რომ კომპანია "ენკასთან" მიღწეული
შეთანხმების მიხედვით, კასკადისა და წყალსაცავის მშენებლობა 9-დან 12
თვემდე შეჩერდებოდა, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული
კვლევების გადამოწმება 6-8 კვირაში დასრულდება, როგორც ეს ახალმა
დირექტორმა თქვა, უცნობია.
რიონის ხეობაში
პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 156-ე ღამე გაათიეს
კარვებში. მათთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმა მიუღებელია. ხეობის
მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი შეღავათებს არ ითხოვენ. მათი მთავარი
მოთხოვნა ჰესის მშენებლობის შეჩერება და კომპანია "ენკას" ხეობიდან
გასვლაა.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
"უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც. არ მეგონა, ამხელა უსამართლობა
თუ ხდებოდა. არავის სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება
რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ,
თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები