ახალი ამბები
„წვეთოვანით იღებს აუცილებელ ვიტამინებს“ - ადვოკატი გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
FaceBook
გოგი წულაიას ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული შიმშილობის შეწყვეტაზე თანხმობას ამ დრომდე არ აცხადებს.

"ისევ აგრძელებს შიმშილობას, უბრალოდ წვეთოვან კვებაზეა და  ასე იღებს აუცილებელ ვიტამინებს. როგორც კლინიკაში მითხრეს, მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საჭიროებს მეთვალყურეობას. მისი იქ დატოვება არ შეიძლება. უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს", - ამბობს ვალერი გელბახიანი.

დაცვის მხარე აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურას მიმართავს.
გოგი წულაია, რომელიც ციხის საკანში 10 დღე შიმშილობდა, 29 მარტს შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

პოლიტიკოსი 17 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომდევნო პროცესი 10 მაისსა ჩანიშნული.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე მომხდარს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს  იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.

ამავე თემაზე:

გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.