თურქეთის ელჩი ნამახვაჰესის მშენებლობას გამოეხმაურა
16:08 / 29.03.2021
თურქეთის ელჩი საქრთველოში, ფატმა
ჯერენ იაზგანი, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას
გამოეხმაურა.
ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ნამახვანჰესი მნიშვნელოვანი პროექტია
ქვეყნისთვის და საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სჭირდება.
თურქეთის ელჩის განმარტებით, თურქი ინვესტორი დისკრიმინაციას განიცდის
და ამ შემთხვევაში ფატმა ჯერენი მხარს უჭერს კომპანია ,,ენკას''.
"ჩემთვის მოულოდნელი იყო პროტესტების დაწყება და ანტითურქული ტონი, ეს
ძალიან შემაშფოთებულია, მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას,
მართმადიდებული რწმენა გახლავთ განუყოფელი ნაწილი იდენტობის, როცა
ჯვარი აღიმართება საშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა
თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის
საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ.
ოდესაც ვსაუბრობ რელიგიულ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო
იტალიური, ამერიკული კომპანია ვინმე ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი,
ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს რატომ შემოგაქვთ რეგილიური სიმბოლო?
ვინც არ უნდა იყოს ამის უკან სურს ორი რამ, პირველი ეს არის თურქი
ინვესტორების დისკომფორტი საქრათველოში და მეორე, არ სურს
ენერგოუსაფრთხოება", - განაცხადა "ფორმულაზე"
ფატმა ჯერენ იაზგანმა.
ელჩის თქმით, თუ არსებობს რეალურად სეისმოლოგიური საფრთხე უნდა
მოგვარდეს სამეცნიერო გზებით.
თურქეთის ელჩის თქმით,თუ ეს კომპანია დისკრიმინაციას განიცდის,
ის გვერდით დაუდგება ინვესტორს.
რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 155-ე ღამე
გაათიეს კარვებში.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები