ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს
უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს
ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი
ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის
მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ
აქვთ.
"ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის.
ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
ის, რომ აგენტებს და ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს ჩვენ
გვეძახიან, არის სამარცხვინო. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ
მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ცდილობს ლოზუნგებით, მაგრამ ჩვენ
ვერსად წავალთ, ვერ დავიშლებით და ამ პრობლემას ვერ შევატოვებთ ხელში,
იმიტომ, რომ ვხედავთ როგორც აპირებენ ამ საკითხის გადაწყვეტას და
რამდენად საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ. რამდენი ხანიც უნდა
მოგვიწიოს ყოფნა ამ მდგომარეობაში, ვიქნებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს
ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან მკაფიოდ ვაცნობიერებთ", -
ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობაში
პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 155-ე ღამე გაათიეს
კარვებში.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები